“ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა, ქვეყანაში, სადაც არიან პატრიარქის ნათლულები, გამოჩენილიყვნენ პატრიარქის აცრილებიც“

ტელეწამყვანი, მწერალი დათო გორგილაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე წერს.

მისი თქმით, ამ დრამატულ ვითარებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა, რომ ქვეყანაში, სადაც არიან პატრიარქის ნათლულები, გამოჩენილიყვნენ პატრიარქის აცრილებიც.

„ამ დრამატულ ვითარებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა, რომ ქვეყანაში, სადაც არიან პატრიარქის ნათლულები, გამოჩენილიყვნენ პატრიარქის აცრილებიც.
სრული სერიოზულობით ვამბობ.
დღეში 50 000 აცრას მივუკაკუნებდით.
მერე ალბომებს გამოსცემდნენ: “პატრიარქის აცრილები”, გაყიდდნენ, რამე, რუმე.
მაგრამ რად გინდა. დემონებიო, ჩიპებიო“, – წერს გორგილაძე.