რამ გააღიზიანა დარსმელიძე და ვის მიმართავს ის?

მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებასეხმაურება და პოსტს აქვეყნებს. ის საზოგადოებას რუსული სიმღერების მოსმენის აკრძალვას იხსენებს და წერს, რომ ასეთივე პოლიტიკით შესაძლებელია, ურჩმა მოქალაქეებმა პირბადე ატარონ.

„გახსოვთ დრო, როდესაც ბანძი რუსული მუსიკა აღარსად ისმოდა? ჰოდა, ზუსტად ასე ეკეთებოდა დღეს ყველას პირბადე“, – წერს მომღერალი.

ამავე პოსტზე კომენტარებში მაია დარსმელიძე წერს, რომ „პირუტყვებისთვის“ პირბადის ტარება სავალდებულო უნდა გახდეს.

„ვინც მოეთრევა მტკიცებით, რომ ეს დიქტატურაა – როგორც მოეთრევა, ისე გაეთრეს.

მე ვიცი, რომ ოკუპანტის მუსიკა არ უნდა მევასებოდეს (ისედაც, რუსულ მუსიკაზე მეტი სირობა არც არსებობს… მთელი თავის დასავლეთებიდან გადმოკატავებული გარუსებული პლაგიატით)

და ვიცი, რომ ამ პანდემიურ ვითარებაში გარეთაც უნდა მეკეთოს პირბადე. ვისაც ეს არ ესმის – პირუტყვია… ჰოდა, მაგათ კი დააძალებდნენ და გამიხარდებოდა“, – წერს დარსმელიძე.