მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”- ს მიმართავს.
“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რუსთავი 2-ის დღევანდელ რეპორტაჟს მეუფე ვახტანგ ლიპარტელიანის ქონებაზე.
ჩემო კარგო რუსთაველებო, ხანდახან ასე სიტყვაზე არ უნდა ენდოთ ინფორმაციას. უნდა გადაამოწმოთ ხოლმე.
2001 წლიდან რომ არ მუშაობს კომპანია იმის მეწილეობის გასაჯაროება დიდი სკანდალია ? ან მეფუტკრეობას ეწევა და დიდი ბიზნესი აქვსო, ამას რომ ამბობდა ის ახაგაზრდა ქალბატონი არასამთავრობოდან. მე მკითხეთ და ზუსტად მოგიყვებით.
გიორგი ლიპარტელიანი ბიზნესმენი იყო ძალიან დიდი ხნის წინ. ჩემს ერთობლივ საწარმოში დაიწყო მოღვაწეობა ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს. მერე ერთად წავედით რუსეთში. მერე იყო უკრაინა. კვლავ რუსეთი და ჩემი ახალგაზრდა და უსაყვარლესი მეგობარი უცბად, კარდინალურად შეიცვალა. დაბრუნდა საქართველოში. გახდა მორჩილი. ბერად აღიკვეცა და რუსეთში უკვე მღვდლად დაბრუნდა. რამდენი სიკეთე აკეთა მოსკოვის ქართულ ეკლესიაში იქნებ გაგეკითხათ.
ახლაც, თავისი ხელით შრომობს ყოველდღე მეურნეობაში. ფუტკრები მოაშენა ნელ ნელა. აწრაფად არ გამოსდის, დათვები იცის რაჭაში და უჭამენ ხოლმე
რაის ქონება ხალხო ??? ცოლი მას არ ჰყავს და არ ჰყოლია. დედამისიც მონაზონია და ერთი ძმა ჰყავს, რომელიც მას მეურნეობაში ეხმარება ხოლმე. ძველისძველი ტოიოტას ჯიპით დადის. ორხიდიანით. რაჭის სოფლებში სხვა მანქანით ვერ ახვალ. ქონება არა კვატა. დედმამის დატოვებული პატარა ბინა ვერაზე თუ ითვლება ქონებად, მაშინ კი.
იშვიათი წესიერების და პატიოსნების ადამიანია და რაღა ასეთ რარიტეტულ გამონაკლისს დაესხით თავს ?
“პორტელ” (აწ უკვე მეუფეო
მიყვარხარ და პატივს გცემ ძმაო !!!”