ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ბავშვობის მეგობრის მშობლების გარდაცვალებაზე წერს. ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მოულოდნელად დამძიმდნენ და გარდაიცვალნენ.
„დღეს ჩემი ბავშვობის მეგობრებს დედაც და მამაც გარდაეცვალათ კოვიდით. დაუჯერებელი ტრაგედიაა. კარგად იყვნენ, მაგრამ უეცრად დამძიმდნენ. სრულიად მოულოდნელად”, – წერს ვიკა ბუკია.