“ღმერთმა შენი სიცოცხლე მაჩუქა. მიყვარხარ!”

„მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა კიდევ ყველას, ვინც ხათუნაზე ლოცულობდით და გულშემატკივრობდით,“ – ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სტატუსიდან ირკვევა, მისმა მეუღლემ, ხათუნა ჟორდანიამ მძიმე სენი დაამარცხა.

ფაქტს სოციალურ ქსელში ნინი ქარსელაძეც გამოეხმაურა: „ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა! ღმერთმა შენი სიცოცხლე მაჩუქა. მიყვარხარ“.