ქობულეთში ზღვაში 23 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. გარდაცვლილი გიორგი მამულაშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ზღვაზე დასასვენებლად კახეთის რეგიონიდან იყო წასული და ქობულეთში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა.