“ქართული ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა! მან უნდა უკარნახოს ხელისუფლებას სამოქმედო გეგმა”

გოჩა ხარანაული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“წლების წინ ვამბობდი და კვლავ გავიმეორებ! დედაეკლესიამ მისხალიც არ უნდა დასთმოს! ქართული ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა! მან უნდა უკარნახოს ხელისუფლებას სამოქმედო გეგმა, ზნეობის ნაწილში მაინც! სხვა შემთხვევაში ხელისუფლება ბოლომდე გაბოზდება, წაიწყმიდება და ერსაც ჩაითრევს! ეკლესია უშეღავათო უნდა იყოს! ყოველ შეცდომაზე ცხვირით მიწა უნდა ახნევინოს უზნეო ხელისუფალთ! სხვა გამოსავალი არაა! მითუმეტეს მას მთელი ერი უდგას მხარში!
ასე რომ, ძვირფასო ღვთის მსახურნო, კი არ თხოვოთ, მოსთხოვეთ ამ ნაძირლებს და ქვეყნის მჭამელებს! თღუ საჭიროა ერსაც უხმეთ! ხომ ხედავთ, ღვთისმშობლის წილხვედრი იესოს მტრებზე იყიდება, კაცის კაცთან დაქორწინებას ცდილობენ, რომელი ერთი???
ქრისტიანული ღირებულებები გათელილია!
მე მოვთხოვო პასუხი??? მე როგორც პოეტმა და რიგითმა მოქალაქემ ბევრჯერ მოვთხობე და დედებიც ვუხსენე დაწყებული 90-ნებიდან! მე ვინ მომისმენს???

თქვენი ჯერია! არ მიწყინოთ, მართალს ვამბობ, არც ხიბლში ვარ და არც თავი მეფხანება! ლოცვას ძალა აქვს საქმესთან ერთად! კვდება ქვეყანა! ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება!
ერთმანეთთან კინკლაობას მორჩით და დაიწყეთის, რაშიც უფალი მოუთმენლად გელოდებათ! ეკლესიის შიგნით ვინმე გიშლით ხელს??? ენის მოჩლექას მოეშვით და გაწიხლეთ!
საქართველო სამარცხვინო მდგომარეობაშია!”