“ანა ჯაბაური ცოტნეს არჩევანია და მე ცოტნეს არჩევანს პატივს ვცემ”

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“რახან ცოტნე გამსახურდიაზე ისევ გაურკვევლობა იქმნება, ვიტყოდი, რომ ზოგიერთი ჟურნალი, სააგენტო თუ პერსონა აშკარად კირკიტებს და კირკიმელაობს, ამა წლის იანვრის სრულიად არეულ და გაურკვეველ სიტუაციებს იყენებს, რომ დაიჭიროს შავი კატა აბსოლუტურად ბნელ ოთახში მაშინ, როდესაც ის იქ არ არის. ამიტომაც ახდენენ ჩემი გამონათქვამების გადასხვაფერებებს, სათავისო ინტერპრეტაციებს, ინსინუაციებს, გლეჯენ კონტექსტებს და ა.შ. – თითქოს მე განმეცხადებინოს, რომ ანა ჯაბაური ვინ არის ან რა უნდა ცოტნესთან.

ამ შეკითხვაზე, თუკი ვინმეს გაუჩნდება, ახლავე გიპასუხებთ: ანა ჯაბაური ცოტნეს არჩევანია. მე მას ცოტნესგან ვიცნობ და ამიტომაც უაზრობაა საკითხის ასე დაყენება. შესაბამისად მე ცოტნეს არჩევანს პატივს ვცემ. ვინც არ ცემთ პატივს, ეგ თქვენი პირადი საქმეა.

ასევე გიორგი გამსახურდია ტვიტერზე წერს:

George Gamsakhurdia
@GeorgeGamsa1979
·
2h
“სანამ ესეთ სისულელეს დაწერთ,რომ მეუღლეს ქმართან არაფერი არ ესაქმება,თითქოს ვინმემ ეს თქვა, შედეგებზე არ ფიქრობთ? შედეგებზე რომ იფიქრო თუმცა,ნამუსიც უნდა გქონდეს ამ დროს..მოგიწევთ ამაზე განმარტებების მიცემა,თქვენივე ყვითელი პრესის ფურცლებზე.” (ციტატის დასასრული)

რაც შეეხება ცოტნეს მდგომარეობას: აჯიბადემის კლინიკაში რეანიმაციული ღონიძიებების დამთავრების შემდეგ, საკითხი დადგა ევროპაში ცოტნე გამსახურდიას სარეაბილიტაციოდ გადაყვანის შესახებ, თუმცა ეს პერიოდი დაემთხვა კოვიდ 19-თან დაკავშირებულ საჰაერო მიმოსვლის შეფერხებას, რის გამოც ა.წ. პირველი აპრილიდან ცოტნე გადაყვანილ იქნა იელოვას სარეაბილიტაციო ცენტრში. ეს იყო ერთადერთი სარეაბილიტაციო კლინიკა, რომელშიც შესაძლებელი გახდა ცოტნეს გადაყვანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. აღნიშნულ კლინიკაში ცოტნეს დაეწყო აქტიური სარეაბილიტაციო მკურნალობა: ფიზიოთერაპიული ვარჯიშები, მასაჟები, ელექტრომაგნიტური პროცედურები, რის შემდეგაც მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა – შეძლო დამოუკიდებელი სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა, სპეციალიზებული რობოტით სიარული, თხევადი საკვების მიღება. სამწუხაროდ, მკურნალობის შემდეგი ეტაპისთვის, რომელსაც საჭიროებს ცოტნე, ზემოთ აღნიშნული კლინიკა არაა საკმარისად სპეციალიზებული (ეტაპი, აქტიური ფიზიოთერაპიულ ვარჯიშებთან ერთად, მოიცავს აქტიურ კოგნიტიურ თერაპიას, ტვინის სტიმულაციას, ტრაქეოსტომის, გასტროსტომისა და ცისტოსტომის დახურვას, ე.წ. ლაპარაკის თერაპიას…). აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება მისი გადაყვანა ევროპაში, თუმცა ჯერჯერობით დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ. ამ ყველაფერზე ბოლომდე საქმის კურსშია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. ნურავინ მოგატყუებთ, რომ “არავინ არაფერი არ იცის”.

რამდენადაც მდგომარეობა მაინც საკმაოდ მყიფეა, ცოტნეს ირგვლივ ამჟამად საჭიროა სტაბილური და მშვიდი გარემო. მე რყევების და ინტერვენციების საჭიროებას ვერ ვხედავ. არც ჭორების და მითქმა-მოთქმის ღრუბლებია სიკეთის მომტანი” – წერს გამსახურდია.