კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელიც თავად უკვე აცრილია, საქართველოში შექმნილ ეპიდსიტუციას ეხმიანება და წერს:
„ვისაც ჩემი პოსტები არ მოგწონთ, უმარტივესია, შემოდით ჩემს გვერდზე, მარჯვნივ სამი წერტილია და ბლოკიც მანდვეა!!!
სიკვდილსაც ხომ გააჩნია…
ასეთი საცოდავი და უპატივცემულო სიკვდილი არ არსებობს…
“შავი პარკი”…
ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი (ჩემი გამზრდელი ბებია, სამყაროს რომ მერჩივნა, ჩამიგდეს ამ საშინელებაში, როცა გამზადებული ჰქონდა ლამაზი კაბა, ფეხსაცმელები…
– როცა მოვკვდები. ბებო. ესენი ჩამაცვითო. დაგვიბარა.
კი, მაგრად შევუსრულეთ სურვილი 😡)
ამაზე დიდ ჯოჯოხეთში სადღა უნდა მოვხვდე?
ფრაზები, რომ:
– „გრიპით მეტი კვდება, გულით, ინსულტით“, სინდისი იქონიეთ და შავ პარკს არ შეადაროთ!!!
ყოველდღე 80 ოჯახს ატანენ ამ დასაწვავ შავ პარკს და ვინც კიდევ მეტყვის, რომ:
– საკუთარი იმუნიტეტის იმედზე ვარ
-არ ვიცავ რეგულაციებს და არ ვიცრები და
სულაც არ არსებობს კოვიდი…
მე სიტყვებიც აღარ მრჩება, რაიმე გითხრათ ….
დღეს კიდევ 81!..
როდემდე?????????????“