4 შვილის დედამ ხატია სიჭინავამ მომატებულ კილოგრამებს კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა.
“გამიჭირდა იმ ფაქტის მიღება, რომ ფორმაში ჩასადგომად დრო დამჭირდება. არ მესმის ადამიანების, რომლებიც სუქდებიან და ეგუებიან ამ ფაქტს. მეტიც, ნებისყოფა არ ყოფნით და კიდევ და კიდევ უფრო სუქდებიან.
საკუთარ პირს თუ ვერ ხურავ, სხვა სიძნელეებს როგორ გადალახავ ცხოვრებაში? მე მკაცრ დიეტაზე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩემი ორგანიზმი დაჩუტვის ეტაპზეა და ორგანოებს არ დაუბრუნებიათ ფორმა.
ასევე არ შეიძლება ნაკეისრალზე 6 თვე ვარჯიში და მაინც, არ ვნებდები”– წერს ხატია სიჭინავა.