61 წლის ანტონიო ბანდერასი მეგობარ ქალთან ერთად გამოჩნდა

უკვე რამდენიმე დღე, რაც უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული მოვლენა, ვენეციის ყოველწლიური, რიგით 78-ე კინოფესტივალი ექცევა.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება პირველ სექტემბერს პედრო ალმოდოვარის ფილმმა Madres paralelas-მა გახსნა რომელშიც მთავარ როლს ხელოვანის მრავალწლიანი მუზა, 47 წლის ესპანელი მსახიობი პენელოპა კრუზი თამაშობს.

Madres paralelas-ის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კინომოვლენა ზენდეიასა და ტიმოთი შალამეს მონაწილეობით გამოსული ახალი ფილმია (Dune), რომლის პრემიერასაც არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო.

წითელ ხალიჩაზე მაყურებელმა 61 წლის ანტონიო ბანდერასი და მისი მეგობარი ქალი, 39 წლის  ნიკოლ კიმპელი იხილა.