ამერიკაში წასული ქართველი მომღერალი, სოფო ნიჟარაძე თავისუფალ დროს ძირითადად საკუთარ შვილს უთმობს. როგორც ახალბედა დედის მიერ გამოქვეყნებულ „ინსტაგრამის“ სთორებიდან ჩანს, შვილთან ერთად დიდ დროს ატარებენ.
კარგა ხანია სოფო ნიჟარაძე მის პირადზე არ საუბრობს და არც მამის ვინაობას ამხელს.
მომღერალი მხოლოდ შვილის ფოტოებს აქვეყნებს. ცოტა ხნის წინ, მან გულშემატკივრებს ელის-მარიას მორიგი ფოტო გაუზიარა.
თუმცა, მიუხედავად გულშემატკივრების დიდი თხოვნისა, ჯერჯერობით, მომღერალი თავს იკავებს გამოაჩინოს ბავშვის სახე.
სოფოს მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოში მეგობრები აღნიშნავენ, რომ ძალიან მოწყენილია, თუმცა, თავად მომღერალი პასუხობს, რომ განწყობა არაფერ შუაშია.
„მოწყენილი არა, დაღლილი“,- წერს სოფო ნიჟარაძე.