ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ინგა გრიგოლიას გუშინდელ გადაცემაში, მიხეილ სააკაშვილის მიერ გიორგი გახარიასადმი მიცემულმა დახასიათებამ, უკვდავი “მიმინოდან” ცნობილი სცენა გამახსენა:
– გივი ივანიჩ! დახასიატება მინდა მომცე!
– რა დახასიათება?
– დიდ ავიაციას მინდა დავუბრუნდე!
– დიდ ავიაციაში შენი დაბრუნება დაგვიანებული ხომ არაა? კარგად მოიფიქრე?
– მოფიქრებულიცაა და გადაწყვეტილიც…
გუშინდელი “გივი ივანიჩის” იმ დახასიათებაში ერთი მნიშვნელოვანი რამ მენიშნა – გახარიას სავარაუდო დაფინანსების წყაროების ნაწილში, უკრაინის მოქალაქემ პირველად გამიჯნა ივანიშვილისა და რუსეთის ფული. აქამდე, მისთვის ეს ორი მცნება სინონიმებს წარმოადგენდა…”