თაკო ცქვიტინიძემ ნიკა კუჭავასთან გაშორების შემდეგ ბედნიერება იპოვა

მსახიობისა და ტელეწამყვანის, თაკო ცქვიტინიძის რჩეული მისი კოლეგა ნიკა ფაიქრიძეა. თაკოს მეორე მეუღლე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ნიკა კუჭავა გახლდათ. საინტერესოა, რომ წყვილმა პირადი ცხოვრების ცალ-ცალკე მოწყობა ერთდროულად გადაწყვიტა. ნიკა კუჭავამ ახლახან ოპერის მომღერლის, ბადრი მაისურაძის ქალიშვილზე, ანკაზე იქორწინა. იმავე პერიოდში გააზიარა თავისი ახალი რომანის შესახებ ამბავი თაკო ცქვიტინიძემაც.

ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას თაკო ნიკა კუჭავასთან ურთიერთობის დასრულების შესახებ კითხვას ასე პასუხობს:

„ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ჯობს, პირად ცხოვრებაზე არ ილაპარაკო. ის ემოციები, რაც შენს პირადში ხდება, ყოველთვის შენთვის უნდა დაიტოვო. წარსულში ბევრჯერ მისაუბრია ღიად და დაუფარავად პირად ცხოვრებაზე და ამას კარგი არაფერი მოუტანიოა. ჩვენს ურთიერთობაზე ლაპარაკი ახლა არ ღირს, როცა სრულდება ერთი რამ, იწყება მეორე.

საერთოდ სიყვარული მაშინ მოდის, როცა არ ელოდები. ჩემს ცხოვრებაში ყველა ნაბიჯს ვიღებ, როგორც გამოცდილებას. მადლიერი ვარ ყველასი და ყველაფრის, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. სხვა შემთხვევაში იმ აზროვნებითა და შეგნებით არ ვიქნებოდი, როგორითაც ვარ დღეს. ტრაგიკულად ჩემს ცხოვრებაში არაფერს მივტირი. ყოველთვის ვამბობ, მოხდა ის, რაც მოხდა და ყველაფერი უკეტესობისკენ იცვლება.

ეს სიყვარული უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის. როცა ვარ შეყვარებული, უფრო დიდი მუხტი მეძლევა, უფრო უკეთესი და ბევრი საქმე ვაკეთო…“