“მე რომ მაგალითად წყალბურთის ნაკრების მწვრთნელად დამნიშნონ, მომილოცავთ?”

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამით ზაზა გაბუნიას მექსიკის ელჩად დანიშვნით გამოწვეულ აჟიოტაჟს ეხმაურება:

“მე რომ რომელიმე კლინიკის მთავარ ექიმად დამნიშნონ ახლა უცებ, ან მაგალითად წყალბურთის ნაკრების მწვრთნელად, მომილოცავთ? ზაზა გაბუნიას ულოცავს ხალხი ელჩად დანიშვნას და დავფიქრდი.”-წერს ნინო ჯანგირაშვილი.