ტელეწამყვანი ვიკა ბუკია წერს, რომ რესტორან „კაჭრეთის ჩემპიონში“ სტუმრები რუსულ მუსიკას უსმენენ. ბუკია რესტორანში რუსული მუსიკების ჩართვას, უთავმოყვარეობას უწოდებს და მიაჩნია რომ აღნიშნული ფაქტი, საქართველოს და ქართველ ერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკნინებს.
„რესტორან „კაჭრეთის ჩემპიონში“ რუსულები ჩართეს. ვეუბნები რა „პონტია“ მეთქი? ფლეილისტიაო და თავისით არჩევს მუსიკას აპარატი და უკრავსო, რა ვქნათო. და რატომ გაქვთ ეს „ლა ლა ფა“ საერთოდ ამ ჩამონათვალში მეთქი. გოგონა, რა ვქნათ ეგეთი აპარატიაო, შემდეგი შეიძლება ქართული იყოსო. უამრავი ტურისტია ახლა აქ, ამ რესტორანში და ვუსმენთ რუსულებს. ის ტურისტები წავლენ და მოჰყვებიან, რომ ქართულ რესტორნებში რუსულებზე ტინგიცობს ხალხი. რა სირცხვილია.
მე არც ჭამის და არც აქ ყოფნის სურვილი არ მაქვს. რა უთავმოყვარეო უნდა იყო, ან რა ბანძი, გინდა პატრიოტულად, გინდა მუსიკალურად რომ „ლალაფა ეტი ნოტის“ უსმინო ამ ოკუპირებულ ქვეყანაში 21-ე საუკუნეში. არც მწვადი მინდა ამათი, არც შამფური,“ – წერს ვიკა ბუკია.