“კომაში ვიყავი, ფრანგმა ექიმებმა დამაყენეს ფეხზე…”

საფრანგეთში მცხოვრებმა ვახო შელიამ ფეისბუქში დაწერა:

მინდა დავწერო და საჯაროდ გამოვხატო ჩემი მადლიერება საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მიმართ.

6 თვის წინ დამიდასტურა ვირუსი, ვიყავი კომაში, ფრანგი ექიმების წყალობით დავდექი ფეხზე. საფრანგეთი მეორე დედაა ჩემი…. აქ მესამედ დავიბადე. საოცარია ის მზრუნველობა, უმაღლესი პროფესიონალიზმი, რაც აქ საავადმყოფოებში სუფევს. ეს ხალხი მხოლოდ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს. მადლობას ვუხდი საინტ ბრიუსის საავადმყოფოს მთელ მედპერსონალს გაწეული დახმარებისთვის. მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც მამხნევებდნენ და გვერდში მედგნენ, მადლიერი ვარ ბიძაჩემის…..

მადლიერი ვარ იმ ქალბატონის, რომლის დახმარებითაც მოვხვდი საფრანგეთში….სიკეთე არ იკარგება, ის გადამდებია. მადლობა უფალს, რომ ვნახე ეს ზღაპრული ქვეყანა და გავიცანი საოცარი ფრანგი ხალხი. უფალს ვებარებოდეთ.”