ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჰყვება, როგორ ცდილობენ გერმანიიდან მისი ანგარიშის გატეხვას. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე გერმანელი გოგონაა.
ნეკა დოროყაშვილი ამბობს:
„ცოტა ხნის წინ მომივიდა რეპორტი „ინსტაგრამზე“, გერმანულ ენაზე. ახლა აღვადგინე ისევ ეს ვიდეო და რეპორტს აუცილებლად გაჩვენებთ. მინდა გითხრათ, რომ შური და ბოღმა ძალიან ცუდი ამბავია. ამით შეიძლება, მხოლოდ საკუთარ თავს ავნოთ. შესაბამისად, ვისაც გაღიზიანებთ ჩემი სთორები, ნუ უყურებთ. ჩემს რეპორტებს თავი დაანებეთ, იმიტომ, რომ მაინც ვერ მომერევიან.
ვინ არის ის გერმანელი ადამიანი, რომელიც ჩემს სთორებს არეპორტებს და ჩემი „ინსტაგრამზე“ ყურების მეტი საქმე არ აქვს. არ ვიცი, ალბათ, თავისი ცხოვრებით ძალიან უკმაყოფილოა…“