ექიმმა ელენე ხურციძემ ძალიან მძიმე პოსტი გამოაქვეყნა ორსულ ქალზე და თავისი კოლეგების განცხადებებს შეეხო, რომლებიც ამბობენ, რომ კოვიდგატანილებს იმაზე მეტი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე აცრილებს.
,,6 თვის კოვიდ-ორსული, 60% ფილტვის დაზიანებით გადავიდა რეანიმაციაში. მეგობრები მთხოვენ დახმარებას და რა ვუთხრა? კარგია, რომ დაემართა, იმუნიტეტს გამოიმუშავებსო? დიდი ალბათობით, რომ ვერ გადარჩება?!.. სასწაული თუ ჩაიდინა ჩემმა კოლეგებმა, შეზღუდული უნარებით რომ იცხოვრებს დედა-შვილი. რა ვქნა, როგორ ავუხსნა, კარგია რომ დაემართა, იბრძოლოს და თუ გადარჩებიან, დაბალი ცხოვრების ხარისხი ექნებათ, მაინც კარგია, მთავარია, მყარი ანტისხეულები გამომუშავდება-თქო?”, – დაწერა ელენე ხურციძემ.