“28-ში დავიძრებით და მოვდივართ საქართველოსკენ, საქართველოსთვის”

28-ში დავიძრებით და მოვდივართ საქართველოსკენ, საქართველოსთვის, ვისაც აქვს სურვილი შემოგვიერთდით, 30 სექტემბერს ვიქნებით საქრთველო-თურქეთის საზღვართან, დავბანაკდებთ ცოტა ხნით და მეორე დღეს გადავბრძანდებით საქართველოში და გაგრძელდება ჩვენი მსვლელობა დედაქალაქისკენ, შემდეგ ბათუმი, ზუგდიდი და ა.შ… მოკლედ, ჩვენ მოვდივართ”- თქვა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა  მიხეილ კაპლანმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, რომელსაც თაკო ჩარკვიანი ჰყავდა ჩართვით.

მიშა კაპლანის ამ ინფორმაციას თაკო ჩარკვიანის ემოციური ჟესტი მოჰყვა.