მაია ასათიანმა ტელეკომპანია „TV პირველი” დატოვა. მიზეზებზე არ საუბრობს, არც თავად ჟურნალისტი და არც გადაცემის პროდიუსერები, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, „პროფილის” დახურვის მიზეზი მაღალი ფინანსური ხარჯია.
ჟურნალისტი სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ დატოვების ფაქტს ადასტურებს და ტელეკომპანიას მადლობას უხდის.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს ცნობილმა ტელეწამყვანმა, მაია ასათიანმა „რუსთავი 2“-ზე თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობა დაასრულა და არაერთი სატელევიზიო სეზონის ლიდერი გადაცემა, „პროფილი“ დახურა. თუმცა, მალევე მან ახალი კონტრაქტი „ტვ პირველთან“ გააფორმა.