ქეთი დოლიძე – “მაგ კონგრესმენებმა თავიანთ აბურდულ ქვეყანას მიხედონ, გაეთრიონ გარეთ”

პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში რეჟისორი ქეთი დოლიძის კომენტარს აქვეყნებს.

დოლიძე აღნიშნული კომენტარით კონგრესმენების უმწვავეს წერილს ეხმაურება და მათ ურჩევს, რომ “თავიანთ აბურდულ ქვეყანას მიხედონ”

“მაგ კონგრესმენებმა, თავიანთ აბურდულ ქვეყანას მიხედონ, გაეთრიონ გარეთ და დაუკოცნონ ფეხსაცმელები ფერადკანიანებს…არ შეჭამეს ტვინი?” – დაწერა რეჟისორმა.

გიგი უგულავა კომენტარს ასე გამოეხმაურა:

“მგონი ის დროა ელჩი გამოვიწვიოთ კონსულტაციებზე”- წერს უგულავა დოლიძის აღნიშნულ კომენტარზე.