ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტს გაბედნიერებას ულოცავს. ელიზავეტა იასკოს კი გაძლებას და დღეგრძელობას უსურვებს.
„ადამიანურად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს გაბედნიერებას – ახალი ოჯახის შექმნას. ვუსურვებ მარადიულ სიყვარულს, სიხარულს, გამძლეობას და დიდხანს ჯანმრთელობას.
ასევე ადამიანურად ვულოცავ ლიზას და ვუსურვებ გამძლეობას, სიყვარულის გამოცდის გაძლება-ჩაბარებას. იხარე და იბედნიერე, იდღეგრძელე, გაძლება მოგცეს ღმერთმა ჩვენო ახალო რძალო”, – წერს ბესო ჩუბინიძე.