პოპულარული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძეის სასიყვარულო რომანს არაბ მილიონერზე სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ. თუმცა ნუცა ბუზალაძის თქმით, ეს ჭორი იმიტომ გაჩნდა, რომ ის დიდ დროს ატარებს დუბაიში, მაგრამ იქ მხოლოდ საქმიანი ვიზიტით, კონცერტებზე მიდის ხოლმე.
ნუცამ ამის შესახებ ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ ისაუბრა, ასევე მომღერალმა წინა ურთიერთობებიც გაიხსენა.
ნუცა ბუზალაძემ საკუთარ კარიერაზეც ისაუბრა და სხვადასხვა კონკურსი გაიხსენა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული „იურმალა“ აღმოჩნდა, სადაც სოსო პავლიაშვილისა და „დუეტი ჯორჯიას“ შემდეგ მესამე გამარჯვებული გახდა. მიუხედავად ამისა, მას არაერთი სირთულე შეხვდა, სთხოვდნენ სიმღერის შეცვლას, დაუწუნეს მანერები, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა.
„ორჯერ ვიყავი ცხოვრებაში შეყვარებული და ძალიან კარგად მახსენდება ეს ყველაფერი. ზოგი გოგო რომ გულნატკენი რჩება, ასე არ ყოფილა, რადგან ყოველთვის მე ვარ ის, ვინც ურთიერთობას წყვეტს.
ჩემს ნიჭს უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება, ასე ვფიქრობ, ვიდრე ურთიერთობას. ამას სულ მოასწრებს გოგო, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, რომ გათხოვდე და შვილი გააჩინო. ბოლო სამწლიანი ურთიერთობაც მე დავასრულე, ისეთი შეყვარებული ვიყავი, რომ „ინსტაგრამზე“ ფოტოებიც დავდე. დაშორების შემდეგ რამდენიმე დღე განვიცადე, მაგრამ მერე ყველაფერი გადის.
„პრიზად მივიღე 50 ათასი ევრო და ბრილიანტის სამაჯური, მაშინ 17 წლის ვიყავი“ – იხსენებს ნუცა.