აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი, ბარაკ და მიშელ ობამები ქორწინების 29 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
ამერიკელმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მნიშვნელოვანი დღე მეორე ნახევარს ემოციურად მიულოცა:
“გილოცავ ქორწინების იუბილეს. გასული 29 წლის მანძილზე მიყვარდა იმ მსოფლიოს ყურება, რომელმაც გაგიცნო როგორც დედა, იურისტი, ავტორი, აღმასრულებელი დირექტორი, პირველი ლედი და რაც ყველაზე მთავარია ჩემი საუკეთესო მეგობარი. ცხოვრება ვერ წარმომიდგენია შენს გარეშე.”
შეგახსენებთ, რომ ბარაკი და მიშელი 1992 წლის 3 ოქტომბერს დაქორწინდნენ, მათ კი ორი ქალიშვილი მალია და ნატაშა ჰყავთ.