უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ეხმიანება კომპოზიტორ მაცაცო სებისკვერაძის ვიდეომიმართვას, სადაც პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
“რუსუდან სებისკვერაძეს რა ატირებს ხომ არ იცით ?
ირინა ენუქიძე რომ დასტიროდა წამებით მოკლულ სანდროს, ია მეტრეველი – ბუტას, გულიკო გამცემლიძე – გიოს, ვაზაგაშვილები – ზურას, 150 ზე მეტი, ხელისუფლებისგან დახოცილი შვილების დედები, თეთრაძეების, ზერეკიძეების, მოლაშვილების და 10 000 ობით ნაწამები ან წამებით მოკლულების ოჯახები რომ გოდებდნენ, რუსუდან სებისკვერაძისთვის იმ პერიოდში, თვალი ხომ არავის მოგიკრიათ რას აკეთებდა?
P.S. ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა 2000 თუ მეტი ლარით ეს ვიცი და ნეტავ ხომ არ შეუწყვეტია ბიძინას დაფინანსება და მე არ ვიცი?” – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.