კიმ კარდაშიანი დემნა გვასალიას შექმნილი სამოსით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

მას შემდეგ, რაც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ღონისძიების  “მეტ გალას” წითელ ხალიჩაზე, თვით დემნა გვასალიას ჩათვლით ფრანგული მოდის სახლის სამოსით მაყურებლის წინაშე შვიდი სელებრითი წარსდგა, ქართველი დიზაინერის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა.

რეალითი შოუს Keeping Up With the Kardashians-ის ვარსკვლავი Balenciaga-ს მონოქრომული კოსტიუმის შემდეგ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებაში თითქმის სულ დემნა გვასალიას მიერ შექმნილი სამოსით ჩნდება.

კიმი ამჯერად ბალენსიაგას სამოსით Saturday Night Live შოუს ესტუმრა.