კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი ბათუმის ტრაგედიას სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება:
“ვგლოვობ ბათუმს,
ვგლოვობ გარდაცვლილებს, მათი ახლობლების მდგომარეობას,
ვგლოვობ მამას, პატარა ანგელოზები რომ უნდა მიაბაროს მიწას…”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქზე.
8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.