“ჯერ ერთი შვილი მყავს… მერე რამდენიც მეყოლება, იმდენი მინდა“

ცნობილ მომღერალს ლიზა ყენიას „ინსტაგრამის“ გამომწერებმა ჰკითხეს, რამდენი შვილი უნდა რომ ჰყავდეს. საპასუხოდაც ლიზა ყენიამ ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჯერ ერთი შვილი ჰყავს და მერე რამდენიც ეყოლება, იმდენი უნდა რომ ჰყავდეს.

ლიზა შვილში ძაღლს გულისხმობს, მომღერალს საკუთარი შვილი ჯერჯერობით არ ჰყავს. პოპულარული მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილი ჯერ 23 წლის არის და, როგორც ჩანს, დაოჯახებას არ ჩქარობს.