პროდიუსერი კახი მამულაშვილი დღევანდელ კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს, სადაც ნაჩვენებია, როგორ მოიმატა ბოლო დღეებში მკევთრად კორონავირუსის გავრცელებამ და წერს, რომ 15 ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის შემდეგ ისევ მომღერლებს შეუტევენ.
გთავაზობთ კახის სტატუსს ამ თემაზე:
„წინასწარ ვხედავ, როგორ ვითარდება მოვლენები.
15-ში გამოვალთ კონცერტზე, „ალიბი არენაზე“ და მეორე დღეს იწყება ჩვენი მიწასთან გასწორება და წყევლა.
მე მგონი, ეს მატებაც, რომ ვემზადებით, მაგიტომ ხომ არ ხდება?😡
ამიტომ ყველაფერი ესტრადას დააბარალეთ, არაა პრობლემა, უკვე ამტანები ვართ“.