“საწყალი უგულავას შემდეგ აკვიატება ჩემზე დაეწყო. ახლა დავაკვირდეთ, რამდენ პოსტს
მომიძღვნის…“ – ეს სტატუსი ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ მას შემდეგ დაწერა, რაც თამარ
ჩერგოლეიშვილმა თაკო ჩარკვიანს შეადარა.
“ეს და კვესიტაძე რომ მოღალატეებზე ტანტრუმებით გადაიქანცებიან, მერე ეგებ პოლიტიკურ
მართლმსაჯულებასაც მივხედოთ…“ – წერს ჩერგოლეიშვილი და თაკო ჩარკვიანის სიტყვებს აქვეყნებს, სადაც ჩარკვიანი ამბობს:
“ვუსმენდი და ვფიქრობ, აი, ბოკერია მაინც სულ სხვაა. ღალატის ხარისხში პირველობას მაინც არ თმობს?! ნუ, რაღაცაში ხომ უნდა იყოს პირველი! პოლიტიკოსებო, “კეთილშობილებო”, ეს აქცია 14-ში, პრეზიდენტის არჩევნების კი არა, მოშიმშილე დაჭერილი კაცის – მესამე პრეზიდენტის
სოლიდარობისთვის აქციააა! რა უბედურება გჭირთ, რა?!“
ეკა კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს კომენტარებში თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა და ჟურნალისტებს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა.
თამარ ჩერგოლეიშვილი: “მშურს შენი და უგულავასი და გადაგეკიდეთ, მინდა, რომ თქვენნაირი ვიყო და რომ არ გამომდის, დავიბოღმე”.
ეკა კვესიტაძე: “მე ის მიკვირს, ამხელა მიქალანჯელო ქალი ჩვენზე რომ ცდები და ახალ-ახალ
პოლიტიკოსებს, რომ არ აქანდაკებ! ასე არ გამოვა პარტიის რეიტინგის აწევა!”
იმის დასამტკიცებლად, რომ მასზე არ ცდება, ჩერგოლეიშვილმა სალონში პროცედურის დროს
გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.