ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ეს უწიგნური რეგვენი, საქართველოს მტერი და საერთაშორისო თაღლითი, ნახეთ სად გადმოინაცვლა?!ეტყობა ვინმე ზვიადის სახელით მოვაჭრე პარლამენტარმა მოინახულა საკანში და დააინტერესა ამ “თემით”. არადა ეგ გზა თვითშეწირვაზე გადის და არა თაფლის ქილების თქვლეფაზე. გააჩნია გარეთ თავისუფლებაზე რა ამინდია, ხან აღმაშენებელია, ხანაც გამსახურდია. როგორ წარმოგიდგენიათ გამსახურდია უკრაინაში ოდესის გუბერნატორად, ან კიევის კრიშებზე მორბენალი და მასპინძელ ქვეყანაში რევოლუციის მოსურნე? ანდაც არაჟნის ქილებში ჩამალული ტრაილერით შემოპარვა და მერე ხინკალსა და არაყზე დაკავება? სინამდვილე კი ისაა, რომ ყველა ღირსეული ქართველის შურს ამ არსებას, ყველას ეტოლება ვისაც პატივს სცემენ, მიმდევრები ყავს, ან ისტორია აფასებს. იდენტიფიკაციის პრობლემა კი არა საკანში გაძლების პრობლემა აქვს მიშას. მუდმივი ფოიერვერკი და “ექშენი” უნდა, დიდება, ტაში, ფული და ძალაუფლება.”-წერს გიორგობიანი.