მომღერალი ქეთა თოფურია, სოციალურ ქსელში ისტორიას აზიარებს, რომელიც მას აეროპორტში გადახდა. როგორც მომღერალი წერს, მას შეცდომით შვილის პასპორტი წაუღია, რაც მხოლოდ აეროპორტში აღმოაჩინა.
“დღეს აეროპორტში ასეთი პასპორტით წავედი… ვიფიქრე, ნაწნავებს ასე გავიკეთებ და გამიშვებენ-მეთქი, მაგრამ – არა. მადლობა მეუღლეს, მან მე გადამარჩინა. ჩემი პასპორტი ჩემთან სწრაფად მოვიდა”, – წერს ქეთა თოფურია.