“ის “იმედზეა” მე “მთავარზე”, მერე?.. მეგობრებს სამსახურების მიხედვით არ ვარჩევთ”

მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა ფეისბუქში მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

“მეგობრებს არ ვირჩევთ და არ ვარჩევთ სამსახურების მიხედვით.
ან ვმეგობრობთ ან არა…
ხო ის იმედზეა მე მთავარზე, მერე? მერე ის, რომ ვინც ამაში პრობლემას ხედავს, უბრალოდ მედროვე და მოკლე ჭკუისაა, ხოლო ჩვენი მეგობრობა დეკადას დიდი ხანია გასცდა
Duta Skhirtladze მიყვარხარ ჩემო დუტრაკუცა
p.s. ჩემი ღუტუ (ბურთაზა) დუტამ მაჩუქა 12 წლის წინ (კურიერი იყო ონისე ონიანი Onise Oniani ) და ჩვენ ამ მხრივ ნათესაური მიყოლ-მოყოლა გვაქვს
p.p.s. ონისე ონიანი tv პირველზეა და შეთხლეშით მიყვარს ეგეც (თუ მთავარი და პირველი ისედაც ეგრეა? )”, – წერს გიორგი სუხიტაშვილი.