“ვერ ვიჯერებ რომ წახვედი. ვერც მაშინ დავიჯერე, შავი პარკივით რაღაცით საავადმყოფოდან რომ გამოგიყვანეს”

კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 28 წლის მონიკა ებანოიძის  მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ დამძიმდა და ქალმა საკუთარი შვილის ნახვაც ვერ შეძლო. მონიკას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ:

ვერ ვიჯერებ რომ წახვედი. ვერც მაშინ დავიჯერე შავი პარკივით რაღაცით საავდმყოფოდან რომ გამოგიყვანეს. რამდენიმე დღის უკან ჯერ კიდევ იმედიანად მწერდი. აქედან რომ გამოვალო ….. წუხდი კესანე მარტო ფოტოთი ვიცი ნეტა მალე გამწრენო. ქმარ-შვილი მენატრებაო. ნეტავ გამოვძვრეო და აღარაფერზე დავიწუწუნებ ცხოვრებაშიო, მაინც ვერ გამოძვერი მონჩიკ და წახვედი. ძალიან ძალიან მენატრები და მიყვარხარ გული მწყდება რომ ბოლოს ხშირად ვერ გნახულობდი. არ ვიცი როდესმე თუ დავიჯერებ რომ აღარ ხარ. ეს საშინელი კორონა მეზიზღება.

ახლა ისე ვბრაზობ შენზე 28 წლის იყავი მეგობარო, 28 წლის და ასე უნამუსოდ დანებდი და წახვედი. ასე როგორ მოექეცი ნიკოს ალექსანდრას კესანეს მარის დედაშენს მე როგორ მომექეცი. მამა მენატრებაო სულ ამბობდი და წახვედი და ამდენი ხალხი ასე დაგვტოვე. გული გამიტეხე ალექსას 1 წლის იუბილე არ უნდა აგვეღნიშნა? ჩემი პატარა ნათლული ახლა უდედოდ რომ უნდა გაიზარდოს.  ებანოიძე მარი ამბობენ დეიდას დედის სუნი აქვსო. ალექსას და კესანეს უნდა მივხედოთ, უნდა შევუმსუბუქოთ უდედობა. ერთად გატარებული დრო სულ თვალწინ მიდგას, პირველი დღე რომ გაგიცანი. მთელი დღეები რომ ერთად ვიყავით რამდენჯერ ბევრი საქმისგან გვიტირია რო ვეღარ გაგვიქაჩავს. აღწერების ღამეები გახსოვს? მაღაზიის გადაბარება? ბოლოს გაზაფხულზე ვიყავი შენთან ჩემო გულო. ბეჭედი მაჩუქე ,,ატარე ჩემი ჩახუტება” ვატარებ მონჩიკ სულ ვატარებ მაგრამ, რომ ვეღარ ჩაგეხუტები. შენი სიცილი ახლაც თვალწინ მიდგას. როგორ მენატრები და მენანები ჩემო მეგობარო და მაინც რა აუტანელი გოგო ხარ ასე რომ წახვედი და უფრო მეტად რომ არ იბრძოლე. სულ იმაზე მეფიქრება ბოლო დღეები სულ მარტო იყავი. შენების მონატრებაში დალიე სული ჩემო ლამაზო. ღმერთო როგორ ძალიან მიყვარხარ. ჩემი მონჩიკა ხარ შენ”, – წერს გვანცა ბურჯანაძე.