,,ბარემ საქართველოს გამოეყავით და ავტონომია გამოაცხადეთ”, – ასე გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ის საცხოვრებლად წალენჯიხაში გადადის. ,,ლელოს” ლიდერმა რეჟისორს სოციალურ ქსელში უპასუხა.
მამუკა ხაზარაძე: ,,ქეთი, შენ არ ამბობდი, სოფლებში წადითო? ჰოდა, მივდივართ, თან საქმის კეთებას ვაჩვენებთ, როგორ უნდა კოალიციურად”.
ქეთი დოლიძე: ,,ეჰ, მამუკა, ქალაქელები გადასახლდით-თქო, როდის ვთქვი!!! როგორ მენანება ეს ყველაფერი!!! ვიცი, რომ ინანებ, რადგან წაგებულ ბრძოლაში შეხვედი”.