“მეც მოვყოლოდი მაგ სახლის ქვეშ”

ერთი წელი გავიდა ხელვაჩაურში მომხდარი ტრაგედიიდან. 1 წლის წინ სოფელ ჯოყოსში ძლიერი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა და თედორაძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად წაიღო, რომელშიც ცოლ-ქმარი და მათი შვილი იმყოფებოდა. მეწყერის ქვეშ მოყვა ავტომობილიც, სადაც 2 მგზავრი იმყოფებოდა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამ ადამიანების ცხედრები იპოვეს.

მაშინ ტრაგედიას თედორაძეების ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი გადაურჩა _ თიკა თედორაძე, რომელიც სტიქიის ღამეს ნათესავთან იყო სტუმრად.

,,დეე… მაა… ძამიკოო… აი, სიტყვებით ვერ აღვწერ, ისე მენატრებით. უკანასკნელად მაინც ჩაგხუტებოდით და მეც მოვყოლოდი მაგ სახლის ქვეშ… დღეს ხომ მეც თქვენ ერთად ვიქნებოდი”, – დაწერა თიკა თედორაძემ.