“გავიცანი და ვიცნობ დიდი ხანია, იმდენად კარგად, რომ ვიცი, როგორ უყვარს ქვეყანა, ბევრისგან განსხვავებით! დუტას ბულინგისთვის რომ გცალიათ ახლა, უკვე ძალიან კარგად ხართ!” – ასე ეხმაურება მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ დუტა სხირტლაძის გაკრიტიკებას.
“გაიცანით, დუტა სხირტლაძე. 2021 წლის 8 ნოემბერი – ტვ “იმედზე” მიყავს “ცეკვავენ ვარსკვლავები”. 2007 წლის 8 ნოემბერი – “რუსთავი 2” -ზე მიყავდა “ჯეოსტარი”. ის იგივეა, მარად და მარად,” – დაწერა ნიკა გვარამიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და კომენტარებში, საკუთარი პრეტენზიის მიზეზი კიდევ უფრო დააკონკრეტა.
„რა ლოგო, რა სამთავრობო არხი, ახლა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ უნდა გადიოდეს? ან მიგყავდეს ან ცეკვავდე?“ – წერს ნიკა გვარამია.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ამ პოსტის კომენტარებში, გვარამიას ფეისბუქ მეგობრები, დუტა სხირტლაძეს მკაცრად აკრიტიკებენ.