„ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში საკუთარ თავზე გადახდენილ ამბავზე წერს.
“აი რანაირი ხალხი ვართ მართლა ვერ გავიგე რა ფასიანი ლიფტის თანხა არ მაქვს ჩარიცხული ბარათზე რომ ქრება, ვიფიქრე თავიდან სისტემური პრობლემაა-თქო მერე დაცვამ მითხრა შენი ბარათის ნომერი მუშამ უთხრა ყველას და მაგით სარგებლობენ ეხლა გავარკვიეო.
ნუ ან მუშას რა უნდა ელაპარაკოდა და ან იმ ყველას სხვის თანხას რომ იყენებენ. დღეს მამაჩემის საფლავზე გავედი, კარგა ხანი ვერ მიუახლოვდი, მანქანა იდგა და ყვავილებს ალაგებდა, იქაურ დამლაგებელს ვკითხე, რა ხდებოდა ამდენი ხანი, რომ იყო საცობი-თქო, მითხრა – ახალი მიცვალებული იყო და მისი ყვავილები წაიღეს, როგორც ხდებაო. ან იმ ხალხს რა უნდა ელაპარაკო ამას, რომ იკადრებს .
ეჰ, უკვე ის მიკვირს საერთოდ არაფერი რომ აღარ მიკვირს :, – წერს ნინო ზამბახიძე.