“მორიგი ჩხუბის დროს ჩემოდანი ჩავალაგე და კიევში წასასვლელად მოვემზადე… შენ არასდროს ყოფილხარ ჩემთვის დედამთილი”

ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, ფოტოგრაფი მარინა კარპი, დედამთილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და დედამთილს ემოციურ წერილს უძღვნის.

„ჩემო ციცი, შენ არასდროს ყოფილხარ ჩემთვის დედამთილი, პირველივე შეხვედრიდან დედიკოს გეძახდი. არასდროს დამავიწყდება, როცა მე და გიგი ჯერ კიდევ ვეჩვეოდით ერთმანეთს, მორიგი ჩხუბის დროს ჩემოდანი ჩავალაგე და კიევში წასასვლელად მოვემზადე, შენ მითხარი: „შენ არ უნდა ჩაალაგო ჩემოდანი, შვილო, იმიტომ, რომ ახლა აქ, შენს სახლში რჩები, ის კი წავიდეს სადაც უნდა…“ ყველას ვუსურვებ ისეთ დედამთილს, როგორიც შენ ხარ. ბედნიერი იყავი ყოველთვის“ – წერს მარინა კარპი.

მარინამ და გიგიმ ერთმანეთი 2011 წელს კიევში გაიცნეს და მალევე იქორწინეს. მათ ორი შვილი, ლიზი და ნიკოლოზი ჰყავთ.