“დღეს რომ დავურეკე და აღარ მიპასუხა, გავშეშდი. იქნებ მამა მაინც გადამირჩეს”

ნაზი ჯანეზაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

დედის დაკარგვის მერე ყველაზე ცარიელი ცხოვრება იწყება, ირგვლივ თითქოს მხოლოდ ჰაერია. სივრცეში დაკარგულივით დავდივარ.
მე-4 კვირა დაიწყო და ახლა მამა მყავს მძიმედ კოვიდით. დღეს ინტენსიურში შეიყვანეს და ვარ ასე გულგახეთქილი, შეშინებული და თავი ცუდ სიზმარში მგონია. დღეს რომ დავურეკე და აღარ მიპასუხა გავშეშდი. იქნებ მამა მაინც გადამირჩეს.
რაღაცას დავამატებ აქვე.
ჯერ რომ დავრეკე ექიმთან, ღუდუშაურის კლინიკაში, მითხრა რომ დესატურირდა და საღამოს დარეკე შეიძლება ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანის გადაწყვეტილება მივიღოთო და ამ დროს თურმე უკვე გადაყვანილი იყო. ოჯახის წევრების მოტყუება ნორმალურია?”