სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას „ბოტები“ ქვეყნიდან წასვლის შესახებ სწერენ. განსაკუთრებულად ბევრი წერილი, როგორც ჩანს, „მთავარ არხზე“ გამოსვლის შემდეგ მიიღო, სადაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
სოფომ ახლახან გამოქვეყნებულ სტატუსში დაწერა:
„ძალიან დიდი რაოდენობით „სასიამოვნო“ წერილს ვიღებ, რომ „წავეთრე“ ქვეყნიდან და კიდევ ბევრი „საინტერესო“ შემოთავაზება მივიღე. თავს ნუ იწუხებთ ამ ბოტების, თუ რაც არის, მათი დაქირავებით და შემოსევით. ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ!..
#FreeMisha“