დირიჟორის და კომპოზიტორის, ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას – ,,ფილარმონიის წინ ბენზინის გადასხმაზე და ასანთის გაკვრაზე რამდენჯერ მიფიქრია” – ლადო სადღობელაშვილი ასე პასუხობს:
,,მერე რომელი არ გაქვს? რომელი მოგიტანო? ასანთი თუ ბენზინი? ხელოვნი, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ჩემს თვალში ჩვეულებრივი პარტმუშაკია… მიხედე მუსიკას, შე დალოცვილო! პოლიტიკას პოლიტიკოსები მიხედავენ! მაშინ სად იყავი, მიშა ხალხს რომ აწამებდა, კლავდა, იჭერდა, ქონებას ართმევდა? აააა, მაშინ მიშა ფულის გაკეთების საშუალებას გაძლევდა და შენც ხმას არ იღებდი, არა?!”