“52 წლის გახდებოდა დღეს, ციხის საჭმელიც არ შეჰქონდათ და აშიმშილებდნენ“

დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა. სოციალური ქსელის მომხმარებელი თამრიკო კაკაბაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“52 წლის გახდებოდა დღეს..

აი, ეს იყო თვალით უნახავი სისატიკე.
საჭმელზე უარს რომ არ ამბობდა და
ოჯახს აკრძალული ქონდა სადილის შეგზავნა.
ციხის საჭმელიც რომ არ შეჰქონდათ
და აშიმშილებდნენ.
მეზობლის საკნიდან ერთი ნაჭერი ხაჭაპური რომ მიაწოდეს და ბადრაგმა პირიდან ლუკმა რომ გამოუღო
და ცემა.
ეს იყო სისასტიკე!
ცოლი დაპატიმრებიდან წლის და 2 თვის შემდეგ რომ ანახეს და შვილებს საერთოდ რომ არ ანახებდნენ,
ეს იყო სისასტიკე.
ჯერ ლაპარაკი რომ არ იცოდა პატარა შვილმა და ზღულაძემ რომ ბრძანა, ციხიდან ინფორმაციას გაიტანს პატარა ბავშვიო
და ვერ ვანახებთო
ეს იყო სისასტიკე!
ცემაში გონებას რომ კარგავდა ყოველ დღე რამდენჯერმე,
ის იყო წამება!
ზურგზე ერთი თავისუფალი ადგილი რომ არ ჰქონდა სადაც ანთებული სიგარეტით არ ამოუწვეს ხორცი,
ის იყო
თვალით არნახული წამება და ღირსების შელახვა!
ფეხები რომ დაულეწეს და დაუმტვრიეს დუბინკებით,
ის იყო წამება!..
დანაშაულებისთვის კი არა,
პირადი წყენის გამო რომ აწამეს და მიწაში ჩადეს ახალგაზრდა კაცი
ეს არის სისასტიკე!
მისი მშობლები რომ გაამწარეს,
ლამაზი, ახალგაზრდა ქალი დააქვრივეს,
მამას მონატრებული შვილები რომ დააობლეს
ის იყო თვალით არნახული წამება და სისასტიკე!
ამის ჩამდენები ზუსტად იგივე პორობებში უნდა იხდიდნენ სასჯელს!
და არა ისე,
როგორც ახლა.
სამვარსკვლაᲕიანი სასტუმროს პირობებში,
წამოწოლილები რომ არიან თბილად.
ვაიმე, ყველა არხი არ ანახებს მათ საკნებში?
მაცივრის გარეშე როგორ იქნებიან?
ბოზ ცოლებთან ხომ არ დაუგვიᲜდათ სვიდანია?
შვილები დროზე მოინახულეს?
სადილი ხომ არ გაუცივდათ?
და მოლაშვილის და უამრავი გამწარებული პატიმრის წამების
მნახველები დღეს რომ აღშფოთებულები ხართ.
როგორც ექიმი ვიტყვი!
ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის გული შეიძლება გაჩერდეს ყოველ წამს.
წინასწარ ნუ პროფესორობთ!”