”ნინო ბებოს ნაჩუქარი 5-ლარიანის დაბრუნება მინდა”

სოციალურ ქსელში ვრცელდება ხუთლარიანის ფოტო, რომელსაც აწერია: ,,ნინო ბებოს საჩუქარი ახალ წელს. 2021”. ვის ხელშიც ეს კუპიურა აღმოჩნდა,  სოციალურ ქსელში წერს:

,,არ ვიცი, ვინ ხარ, არც ის ვიცი, რამდენად გიჭირდა, რომ ახალ წელს ნაჩუქარი 5 ლარიანის დახარჯვა მოგიწია. იქნებ რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, ჰოდა, მე მაქვს და მინდა, დაგიბრუნო”.