მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილის და ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიას გოგონა გაქრისტიანდა.
როგორც ირკვევა, წყვილმა შვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მონათლა.
“ამბობენ როცა სურათში ფერადი წრე ან ლაქა ჩანს ამ დროს შენი ანგელოზია სიახლოვეს და ფოტოზე აისახება. მჯერა, რომ ეს სიკეთის, სიმშვიდის ჯანმრთელობის და სიძლიერის წრეა. გილოცავ დე დღეს 3 თვის გახდი, 3 თვეა რაც ბუნებრივ კვებაზე ხარ და ყოველი თვის აღნიშვნა კიდევ უფრო მიხარია ამ ერთობის ხაზგასასმელად, ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი ნაწილი მოგცე, გილოცავ აივი დღეს გავქრისტიანდით,”-წერს ნანუკა “ინსტაგრამზე” და ოჯახურ ფოტოებს აზიარებს.