საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დასასვენებლად იმყოფება.
ამის შესახებ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ 2022 წლის მოსამზადებელ ეტაპამდე რამდენიმე კვირა დაისვენებს.
“რამდენიმეკვირიანი დასვენება 2022 წლის მოსამზადებელ ეტაპამდე” – წერს ბასილაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილ.ი კორტს მომავალ წელს დაუბრუნდება.
2021 წელს ცნობილმა ჩოგბურთელმა atp-ს 2 250-იანი მასტერსი მოიგო.