მოცეკვავე, პროდიუსერი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი, გოჩა ჩერტკოევი გიორგი გაბუნიას იუმორისტულ შოუს სტუმრობდა და საკუთარ ამერიკულ ცხოვრებაზე ვრცლად ისაუბრა.
გოჩამ აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც აშშ-ში ჩავიდა საცხოვრებლად, ძალიან მწირი შემოსავალი ჰქონდა და გადასახადების გადახდის შემდეგ კვირაში მხოლოდ 5-10 დოლარი რჩებოდა, რაც ნორმალურად გამოსაკვებად საკმარისი არ იყო: „მშივრები ვიყავით, მაგრამ სამაგიეროდ, გამხდრები და კარგად გამოვიყურებოდით ცეკვისას“, აღნიშნა ჩერტკოევმა.
„საქართველოში რომ ვესაუბრები ხალხს, ახალგაზრდებს და ყურებჩამოყრილები არიან, – ისეთი რაღაცები გამოვიარე, მე თუ არ ვწუწუნებ, შენ რა გაწუწუნებს? გულწრფელად ვამბობ ამას. 5-10 დოლარი კი გვრჩებოდა კვირაში, მაგრამ ეს ჩემი და შორენას ცხოვრებაში მაინც ფანტასტიკური პერიოდი იყო. წინ უნდა იყურო და არ იწუწუნო…“