ნარგული ფირცხალაიშვილმა ფეიწბუქში დაწერა:
“შეგვეყარა კოვიდი მე და ჩემი ოჯახის წევრებს, მეუღლეს და ჩემს საყვარელ შვილს მამუკას, დავაგვიანეთ, და ფილტვებში გადაგვივიდა, მე ოცი ქულა მქონდა დაზიანება, იმათ ჩემზე ნაკლები, მე ექიმებს ყველაფერს ვუჯერებდი და გადამარჩინეს! ოცდამეერთე დღეს, ყველაფერს მიმალავდნენ, რომ გადავრჩენილიყავი მაგრამ სახლში მოსულს მითხრეს, რომ ქმარიც და საყვარელი შვილიც გარდაცვლილები იყვნენ, ეს ჩემთვის საშინელება იყო. ეს რომ საავადმყოფოში ეთქვათ, მეც იმათთან ერთად გარდავიცვლებოდი.
დიდი მწუხარებაა ჩემს თავს, თქვენ წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ, მაგრამ ისიც წარმოიდგინეთ რა დღეში იქნებოდა, ცხრა ძმა ხერხეულიძი ს ან სხვა მამულიშვილების დედები, სულით არ დავეცემი, უფალს საყვედურს როგორ შევბედავ, როგორც მაჩუქა ისე წაიყვანა, ჩემი საყვარელი ადამიანები…
უფლის წინაშე, მთავარანგელოზებისა და ცხრა დასთა ანგელოზების წინაშე მუხლს ვიყრი, რომ შეუნდოს ჩემს მეუღლეს და საყვარელ შვილს შეცოდებები.
ჩემი საყვარელი საქართველო მხოლოდ ღვთის გზით უნდა წავიდეს, ერთადერთი გზა გადარჩენისა, მხოლოდ უფალია. დიდება მამასა და ძესა. და წმინდასა სულსა, ამინ!”