აშშ-ში, სან-დიეგოს ავტომაგისტრალზე, ჯავშნიანი ავტომობილიდან ფულით სავსე ტომარა გადავარდა, – ამის შესახებ BBC წერს.
ტომრიდან ფული გზაზე მიმოიფანტა, რამაც დიდი ქაოსი გამოიწვია. მძღოლები ავტომობილებს აჩერებდნენ და დაყრილ ფულს კრეფდნენ.
ადგილზე დააკავეს 2 ადამიანი, დანარჩენებს კი, მოუწოდებენ, რომ თუ რაიმე კუპიურა მიისაკუთრეს, უკან დააბრუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებიან. საქმეში ჩართულია FBI.
ჯავშანმანქანას ფული სან-დიეგოდან ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციის ოფისში გადაჰქონდა.